logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: რაღაცები იკვეთება, რადგან არის გარკვეული საეჭვო გარემოებები

21 აგვ 202008:45
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერებში მარნეულის გზაზე საეჭვო გარემოებები იკვეთება. ამის შესახებ თამაზაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადეს.

ვიდეოჩანაწერების გამოკვლევა და შუალედური ექსპერტიზის გაცნობა უწყებაში თითქმის 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე, კიდევ ერთხელ დაიკითხა გარდაცვლილის დედა.

თეონა თამაზაშვილის განმარტებით, მისი შვილი უცნობ პიროვნებას სწორედ იმ ადგილას შეხვდა, სადაც ვიდეოკამერები არ იყო.

"რაღაცები იკვეთება, კონკრეტულად რა იკვეთება, წინასწარ ვერ ვიტყვი, რადგან არის გარკვეული საეჭვო გარემოებები, რომელიც დადგინდება. ვიდეოჩანაწერების გაცნობა მთლიანად ვერ მოვასწარით, მაგრამ ჩანს, რომ მანქანაში მარტოა. ჩვენს ყველა კითხვას პასუხი არ გასცეს, ძირითადად მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით გვქონდა კითხვა და გვითხრეს, რომ თვის ბოლოს ყველა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გააკეთებენ შესაბამის დასკვნას", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თეთრიწყაროში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი საგამოძიებო ექპერიმენტს ატარებდა. 


close დახურვა